როუფ-ჯამფინგი

როუფ-ჯამფინგი – ექსტრემალური ჰობის სახეობაა, რომელიც ადრენალინის გამოყოფის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამ ექსტრემალური ჰობის მოყვარულები მაღალი ობიექტებიდან ალპინისტური მოწყობილობების მეშვეობით ხტებიან და თავისუფალი ვარდნისგან “კაიფობენ”.

ინგლისურიდან თარგმანში rope Jumping – თოკით ხტომას ნიშნავს. ამ უცნაური ჰობის გამომგონებლად ამერიკელი მთამსვლელი დენ ოსმანი ითვლება. 1989 წელს დენი ცდილობდა, კლდის რთულად გასავლელი მონაკვეთი გადაელახა, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით ვარდებოდა და დამცავ თოკზე ეკიდებოდა.

მაშინ დენი მიხვდა, რომ შიშის მიზეზი, რომელსაც ბევრი მთამსვლელი ეჯახება – სიმაღლიდან მოულოდნელი ჩავარდნაა.

დენმა გადაწყვიტა, დაეძლია ეს შიში და დაიწყო კლდიდან სპეციალურად ხტომა დამცავი თოკის საშუალებით. სიმაღლეს კი თანდათან უმატებდა და უმატებდა. ნელ-ნელა შიშთან ბრძოლა აბსოლუტურად ახალ, ექსტრემალური ჰობის სახეობად იქცა და სახელად როუფ-ჯამფინგი ეწოდა.

სამწუხაროდ, სწორედ როუფ-ჯამფინგი გახდა დენ ოსმანის ტრაგიკული სიკვდილის მიზეზი. 1998 წელს მან გადაწყვიტა 300 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტომა. თოკი მიწიდან 30 მეტრის დაშორებით უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ ის არ გაჩერდა და… დენი დაიღუპა. მთამსვლელი მაშინ 35 წლის იყო.

ამ ექსტრიმის გამომგონებლის სიკვდილის მიუხედავად, როუფ-ჯამფინგი იყო და რჩება საკმაოდ პოპულარულ ექსტრემალურ ჰობად.

იმისათვის, რომ დაცული იყოს ექსტრემალი გადმოხტომისას, როუფ-ჯამფინგის დროს გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სერტიფიცირებული მოწყობილობები ცნობილი მწარმოებლებისგან, რომელიც პერიოდულობით უნდა იცვლებოდეს (განსაკუთრებით, თოკები, რომელთა მოქმედების ვადაც მკაცრად განსაზღვრულია).

გარდა ამისა, გადმოხტომისთვის გამოიყენება სპეციალური თოკები (მთავარი გადმოსახტომი და დამცავი) და სხვა მოწყობილობებთან ერთა,დ შლემი.

ამასთან, ამ ექსტრიმის განხორციელება ყველა ობიექტზე დაშვებული არ არის. ყველა ხიდიდან გადმოხტომა დაუშვებელია – ხიდების უმეტესობა მიეკუთვნება იმ ობიექტების რიცხვს, რომლიდან გადმოხტომასაც კანონი სასტიკად კრძალავს.

ერთი სიტყვით, როუფ-ჯამფინგი არ არის უსაფრთხო ჰობის სახეობა. ამაში ჩვენ გუშინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგაც დავრწმუნდით. უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ხიდიდან ხტომისას, როუფ-ჯამფინგის დროს ორი ახალგაზრდა დაიღუპა. 23 წლის მარიამ ყანდიაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი ერთი თოკით ერთდროულად გადმოხტნენ ხიდიდან. თოკმა ვერ გაუძლო სიმძიმეს და გაწყდა.

სამართალდამცავები მომხდარ ფაქტს იძიებენ და დეტალები სულ მალე გახდება ცნობილი.

აღმოჩნდა, რომ ჩვენი სიცოცხლე ჩვენივე ჰობიზე ყოფილა დამოკიდებული.

ციდან სამ მეტრზე:მე შენთან მინდა

გამარჯობა ძვირფასო ბლოგერებო,გუშინ ვერ დავწერე არ ვიყავი სახლში..ჯერ მეგობართან წავედი,კარგად გავერთეთ XBOX-იც ვითამაშეთ,სხვათაშორის მოვუგე:)მერე კი კინოთეატრ რუსთაველში. ჯერ 7D-ზე დავჯექით გამოგიტყდებით და თავიდან ძალიან მეშინოდა,მართალია პირველად არ ვჯდებოდი მსგავს ადგილას ისრაელშიც მოვხვდი,მაგრამ მაინც გვეშინოდა მე და ჩემს მეგობარს.საბოლოოდ დავჯექით და ისეთი მაგარი ყოფილა გავგიჯდი,კარგი ეფექტები იყო რამდენიმე წუთის შემდეგ კი დასრულდა.შემდეგ პოპკორნი და კოკა-კოლა ვიყიდეთ და კინოზე შევედით..აქვე მინდა გითხრათ ჩიფსის მოყვარულებო კინოთეატრში ძალიან მაგარი ჩიფსი ყველით აქვთ მიღებული ასე რომ თუ მოხვდებით კინოთეატრში არ გამოტოვოთ იყიდეთ აუცილებლად..ალბათ დაწყებაზეც მიხვდით,მაგრამ მაინც გეტყვით რომ ციდან სამ მეტრზე ვიყავი.ახლა კი ჩემს შთაბეჭდილებებს დეტალურად აღგიგწერთ.მაშ ასე ვიწყებ..

ფილმი საერთო ჯამში მართლაც კარგი გამოვიდა,მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა,მეორე ნაწილი პირველს მართლაც ჯობდა.ფილმი რუსულ ენაზეა.მოკლე შინაარსი ასეთია: გავიდა ლონდონში ცხოვრების 2 წელი და ახლა მთავარი გმირი,აჩი სახლში ბრუნდება ახალი ცხოვრების დასაწყებად.ბევრი რამ იცვლება.ის შეიძენს ახალ მეგობრებს და გაიცნობს გოგონას,ჯინს,რომელიც ისევე შეუყვარდება,როგორც ერთ დროს ბაბი.უფრო ვრცლად აღარ მოგიყვებით,რადგან დარწმუნებული ვარ ყველა თქვენთაგანი აპირებს კინოში წასვლას ამ ფილმზე და გეტყვით არ შეცდებით მართლა კარგი ფილმია,P.S არ დაგავიწყდეთ ხელსახოცის წაღება,სუსტი გულის პატრონები ცრემლებს ვერ შეიკავებთ.

ციდან სამ მეტრზე:მე შენთან მინდა
Tengo ganas de ti
რეჟისორი:

ფერნანდო გონსალეს მოლინა
სცენარისტი:
რამონ სალაზარი
ფედერიკო მოჩია
პროდიუსერი:
მერსედეს გამერო
ხუან კარლოს კარო
ენეკო გუტიერესი
როლებში:
მარიო კასასი
მარია ვალვერდე
კლარა ლაგო
ალვარო სერვანტესი
ანდრეა დურო
ლუის ფერნანდესი
პრემიერა საქართველოში:
12.07.2012
ბიუჯეტი:
0$
მსოფლიო პრემიერა:
22.06.2012
 
რუსთაველი
12:00 16:20 18:00 20:00 20:20 22:40
“აპოლო” ბათუმი
19:30 22:00



P.S ვისაც მოგწონთ ეს ფილმი აბა არ დაიზაროთ და ფილმის ხათრით ლაიქ პოსტს:)

პასუხს ველოდები..

„შემოიარე საქართველო“

                                                        „შემოიარე საქართველო“

15 ივნისიდან 16 სექტემბრის ჩათვლით, შემოიარეთ საქართველო და
გაატარეთ ყოველი შაბათ-კვირა მხიარულად, სასიამოვნოდ და შთამბეჭდავად!

8 ივნისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
პროექტის ძირითადი მიზანი საქართველოში ზაფხულის სეზონის ტურისტული აქტივობების პოპულარიზაცია, არსებული რესურსის გაცნობა და ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობის სურვილის დანერგვაა. პროექტის სლოგანია „შემოიარე საქართველო“ და ის შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ეძღვნება.

შეხვედრაზე გაიმართა „ზაფხულის ტურისტული კალენდარი“-ს პრეზენტაცია, სადაც დატანილია 8 ივნისიდან – 15 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილი ტურისტული აქტივობები. გასართობი ღონისძიებები მოეწყობა ყოველ შაბათ-კვირას და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. აღნიშნული კალენდარი შეიქმნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, ადმინისტრაცია ამასთანავე უზრუნველყოფს კალენდარზე მითითებული ღონისძიებების განხორციელებას.

„შემოიარე საქართველო“ 

შეუერთდით დაგეგმილ ღონისძიებებს, გაეცანით საქართველოს და გაატარეთ ყოველი შაბათ-კვირა მხიარულად, სასიამოვნოდ და შთამბეჭდავად!

16 ივნისი – ხილის ფესტივალი მცხეთაში

23 ივნისი – შეჯიბრი წყალჯომარდობაში ბორჯომში

30 ივნისი – კარნავალი გორში

7 ივლისი – ველო მარათონი ბოლნისში

14 ივლისი – ტანგოს საღამო ქუთაისში

21 ივლისი – ზაფხულის ფესტივალი ანაკლიაში

28 ივლისი – საზეიმო კონცეტი თუშეთში

4 აგვისტო – ფოტო–ტური მესტიაში

11 აგვისტო – ნაოსნობა რაჭაში

19 აგვისტო – ,,ხრიდოლი’’ ბახმაროში

25 აგვისტო – ფეინთბოლი ქობულეთში

1 სექტემბერი – კლდეზე ცოცვა ყაზბეგში

8 სექტემბერი – საზამთროს ფესტივალი სიღნაღში

15 სექტემბერი – ფოტო–ტური შატილში

თქვენ, საქართველოში მცხოვრები ქართველი, რამდენად კარგად იცნობთ საქართველოს
სტუმრობთ თუ არა საქართველოს საკურორტო ქალაქებს? იცით რას გვთავაზობს საქართველოს რეგიონი?

მეც შემოგიერთდით..

გამარჯობა,ჩემი სახელია სოფო,ვარ 13 წლის:)გამოგიტყდებით და აქამდე ბლოგის შექმნის მცდელობაც კი არ მქონია,ასე რომ ცოტა რამ ვიცი მის შესახებ,იმედია მალე ყველაფერს კარგად ავითვისებ..

გაზაფხული ყველა ჩემი თანატოლის მსგავსად ჩემთვისაც თავისუფლების, გართობის, დასვენების დროთ მიიჩნევა.მის შესახებ უფრო ვრცლად მოგვიანებით გესაუბრებით.ვინაიდან ბევრი თავისუფალი დრო მაქვს გადავწყვიტე ბლოგის შექმნით დავკავებულიყავი და თქვენთვის ბევრი რამ გამეზიარებინა..იმედია მალე ჩემს ბლოგს ბევრი მომწონებელი ეყოლება,ყოველშემთხვავაში მე ნამდვილად ვეცდები.მინდა ძალიან ლამაზი,საინტერესო,ობიექტური,თბილი ბლოგი იყოს ბევრი სტუმრით..ასე რომ დაგვიმეგობრდით,ვიმეგობროთ და გავუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი აზრები..

This entry was posted on ივლისი 11, 2012. 3 Comments